ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

"ხატია ვიბლიანი მაღაზიაშივე უსწორდება მოზარდს ფიზიკურად" - სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ვრცელდება

13.10.2025 ნახვები: 511


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღაზია "ორ ნაბიჯში" მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს ასახავს, სოციალურ ქსელში ვრცელდება. მოქალაქე თათია მაისურაძე წერს, რომ ხატია ვიბლიანი მოზარდს ჯერ მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე უსწორდება ფიზიკურად, შემდეგ კი გარე პერიმეტრზე ელოდება, რათა მასზე თავდასხმა უკვე კამერების გარეშე გააგრძელოს. 

მაისურაძე წერს, რომ ვრცელი ვიდეომასალა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ფრაგმენტები. მისი თქმით, სიმართლე არასდროს იმალება და ვიბლიანმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. 

არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, გიზიარებთ მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს;

ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს;

არასრულწლოვანი მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება მას ფიზიკურად;

ბრალდებული დაჟინებით ექაჩება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ, რათა კამერებს მიღმა შეძლოს მასთან უფრო სასტიკად გასწორება;

ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას;

ვიდეოჩანაწერებით არაერთ კითხვას გაეცა პასუხი; (სრული ჩანაწერები ბევრად ვრცელი და მძიმეა)

სიმართლე არასდროს იმალება. პირი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს - არასრულწლოვანს, ვალდებულია კანონის წინაშე პასუხი აგოს ამ ქმედების შედეგებზე, - წერს მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ 

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

tvpirveli

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა