ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

13.10.2025 ნახვები: 409

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მას შემდეგ როდესაც დადგენილებას მიიღებენ, გაასაჩივრებენ.

„პაატა ბურჭულაძეს უთხრეს, რომ აკრძალული აქვს მიმოწერა, პაემნები, სატელეფონო ზარი-ყველა ის უფლება, რაც აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს.

შეფასებას რაც შეეხება, ემსახურება ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას ადამიანისთვის, რომელიც ემზადებოდა შვილიშვილების სანახავად. ჩვენ დადგენილება ჯერ არ მიგვიღია წერილობით ფორმით, როდესაც მივიღებთ გასაჩივრების ყველა გზას მივმართავთ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა "ქართული ოცნების" გაგრძელებაა დიდი მოლოდინი არ გვაქვს რომ რაიმე შედეგს გამოიღებს“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა