უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

სალომე ზურაბიშვილი ალექსანდრე კარტოზიაზე - არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება

ნახვები: 445 სალომე ზურაბიშვილი ალექსანდრე კარტოზიაზე - არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიაში საქართველოს ელჩზე ალექსანდრე კარტოზიაზე.

მისი თქმით, მონობა ასეთი დუმილით იწყება, ღირსება კი აქვე თავდება.

„როგორი ელჩი უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გერმანულ კულტურას მიუძღვნა, წლები გერმანიაში იცხოვრა, ამ ქვეყნიდან მხოლოდ პატივისცემა და დაფასება მიიღო, ალბათ, ბევრი მეგობარიც გაიჩინა, რომელსაც განათლება არ აკლია და ზრდილობა არ უნდა ეშლებოდეს…. ახალბედა ელჩი, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერის სამარცხვინო სიტყვებზე - გებელსის ევროპის ერთ-ერთ სახედ მითითებაზე - ვერაფერს ვერ პასუხობს.

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება … მხოლოდ საკუთარი ახლად დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნების მძლავრი სურვილი. „ვაი, ისეთი რამე არ წამომცდეს, რაც შეიძლება ჩემს ახალ პატრონებს კრიტიკად მოეჩვენოთო“ - იკითხებოდა მის უხერხულ დუმილსა და მოძრაობაში.

მონობა ასეთი დუმილით იწყება და ღირსება კი აქვე თავდება!”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა