მოსკოვში გენრალ-ლეინტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს
China sets record for gold imports from Russia in November – media
Ukraine Days” in U.S. Congress and mass rallies have greatest impact, activist says
South Korea, Russia hold talks on DPRK’s nuclear program – media
War update: 200 clashes on front line, most active Pokrovsk, Kostiantynivka sectors
Negotiating teams align their positions, agree on sequence of steps regarding security guarantee agreements in Florida– Umerov
Rutte outlines three levels of security guarantees for Ukraine
Russians suffer losses during assault near Sotnytskyi Kozachok in Kharkiv region and retreat – military

ჯო უილსონი- “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ

08.10.2025 ნახვები: 320

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. MEGOBARI [ აქტი] ახლავე”, - წერს უილსონი და აზიარებს სტატიას სათაურით: "აშშ ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს".

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, "ნეტგაზეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოითხოვა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.

განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის კომენტარში, რომელიც „ნეტგაზეთის" თანახმად, სახდეპისგან პასუხად წერილობით მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა