უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ ტალიაშვილთან შეხვედრაზე - ამერიკული წყაროებიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან რევოლუციურ პროცესებში

ნახვები: 470 ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ ტალიაშვილთან შეხვედრაზე - ამერიკული წყაროებიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან რევოლუციურ პროცესებში

ამერიკული წყაროებიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში - ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და ველოდებით რეაგირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ „გულწრფელად გამოხატა შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული ჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ამერიკელ კოლეგებს დახურულ ფორმატში ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. გულწრფელად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული ჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ველოდებით რეაგირებას. რაც შეეხება საჯარო რეაგირებას - ყველაზე მკაფიო საჯარო რეაგირება, რაც ქართველ ხალხს დაუდასტურებდა, რომ არ არსებობს ასეთი ინტერესი, რომ ქვეყანაში ვინმემ არეულობა მოაწყოს, ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საჯარო დაგმობა. რაც თინა ბოკუჩავამ დაგმო, დაგმოს იგივე სახელმწიფო დეპარტამენტმა.

რაც შეეხება ამ ინფორმაციას - მე გეტყვით კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. საქმე ეხებოდა არასწორ ინფორმაციას, რაც იყო არა ხელისუფლების მიერ გავრცელებული, არამედ მედიაში გავრცელდა. ის ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს. იყო საუბარი მაგალითად, პენსიების გამოყენებაზე არეულობის დაფინანსებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, არ დასტურდება რომ კონკრეტულად ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას, მაგრამ არის სხვა თემები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: „ეჭვებზე დაყრდნობით საუბრობს სუს-ის უფროსი?“ კობახიძე პასუხობს, რომ „კი“.

„ეჭვებზე დაყრდნობითაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ავიღოთ ფაქტები, წინა ადმინისტრაციის პირობებში რა ხდებოდა. კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში. ეს იყო, მათ შორის, „იუესადი“ და „ნედი,“ რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აკრძალა. რაც შეეხება შემდეგ გარკვეული პროცესების გაგრძელებას, არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს, გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს როგორც ამერიკაში, ისე ევროკავშირში.

ეჭვიც არ არის, არიან კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში. წყარო არის ბანგკოკი, ანუ ამერიკული წყაროა. ამ წყაროებიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ამაზეა საუბარი, მეტი არაფერზე.

გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა და ამისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სამართლიანობა უზრუნველყოფილიყო. თუ სადმე ეჭვებია, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და მივიღოთ შესაბამისი პასუხები. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ემიჯნება ხელისუფლების დამხობის მცდელობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას. ეს არის ჩვენი მოწოდება და გულწრფელი სურვილი. ასეთ სამართლიანობა უზრუნველყოფდა ურთიერთობების ჯანსაღად გადატვირთვას,“ - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა