თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
მიხეილ სააკაშვილი - 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება
სალომე ზურაბიშვილი - ბატონი ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო სხვა ყველა მარიონეტია
გელა უძილაური - ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური -
Zelensky urges NATO to boost air defenses as Putin tries to break Ukraine’s resistance through Terror
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან თავის არიდებას პასუხი მოჰყვება
დონალდ ტრამპი - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

08.10.2025 ნახვები: 232

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში“.

„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება - ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე, შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.

„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.

ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გმობენ, “ქართული ოცნების გამოცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება”.

„ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა