უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ლაშა ბერიძე- აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს, ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ

ნახვები: 558 ლაშა ბერიძე- აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს, ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ

მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ - კი ბატონო, ტყვე ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ადვოკატების მსგავსად, პარალელი 1924 წლის აჯანყებაზე გაავლო და განაცხადა, რომ დაკავებულები აჯანყებულების ბედს არ გაიზიარებენ და გაიმარჯვებენ.

„ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. ის, რომ მე დღეს აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო.

აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ," - განაცხადა ბერიძემ.


ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა