უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პატა მანჯგალაძე - მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი

ნახვები: 559 პატა მანჯგალაძე - მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი

არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა - არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა აქციას, მაგრამ არ იყო ორგანიზატორი.

მისივე თქმით, ხალხი აქციაზე სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა და თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა, კიდევ გამოვა.

„პირველ რიგში, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას, მაგრამ რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“ - ამის იქით არც ერთი სიტყვა არ მითქვამს არასდროს და ახლაც იმავეს ვამბობ.

ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა.

ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა