უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტრამპი - ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით

ნახვები: 499 დონალდ ტრამპი - ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.

„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან ორშაბათს, ეგვიპტეში, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად და მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.

„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება - ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აცხადებს ტრამპი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა