უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„კანდიდი“ - სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 548 „კანდიდი“ - სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

 

სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს.

 

„ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, - განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.

 

,,კანდიდი” არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას, პიროვნული ზრდის პროცესს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას სწავლობს.

 

„ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სისტემა აგებულია როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ აქტივობებზე. საათობრივი გაძლიერებული დატვირთვა და დამატებითი შეთავაზებები გვაქვს. მაგალითად, სამი ტიპის უცხოურ ენას ვთავაზობთ მოსწავლეებს; STEM-ის მიმართულების საგნებს გაძლიერებულად ვასწავლით; კემბრიჯის გამოცდებზეც გაგვყავს, რათა ენობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გარდა ამისა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, გუნდური სამუშაო სივრცეები და ა. შ.“, - ამბობს მაია ქვრივიშვილი.

 

„კანდიდში“ განათლება გულისხმობს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული ორიენტაციის, გუნდური მუშაობისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას. პედაგოგები არ შემოიფარგლებიან საგნის სწავლებით - ისინი არიან მოზარდების განვითარების მეგზურები და ფსიქოლოგიურად გადამზადებული მენტორები.

 

„კანდიდში“ ბავშვებს ასწავლიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, შრომა შედეგს იძლევა და თითოეული წარმატება პირადი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესში კი მასწავლებლები ქმნიან უსაფრთხო, მოტივაციურ და მზრუნველ გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი ადგილი.

 

„ამ ყველაფრის მისაღწევად და განსავითარებლად ძლიერი ფინანსური პარტნიორის ყოლაა საჭირო; ჩვენ შემთხვევაში, ეს როლი თიბისიმ შეითავსა. უკვე წლებია, ფინანსურ საჭიროებებს თიბისის მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ. გარდა მოგებიანი პირობებისა, აღსანიშნავია სწრაფი რეაგირება და მომსახურების მაღალი დონე. თიბისი რომ არა, ფიზიკურად ვერ შევძლებდით აქამდე მოსვლას“.

ამ ეტაპზე, „კანდიდი“ ორ შენობას აერთიანებს. ორივე მათგანი ტექნოლოგიურადაა აღჭურვილი, რაც მაღალი დონის გაკვეთილების ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა