მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული ადამიანი, ვისაც ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ დაედგომებათ

02.10.2025 ნახვები: 472

4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანი და მათ ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ დაედგომებათ, ეს ქვეყანა იქნება რუსეთი და ვისაც გინდათ, წადით ამ ქვეყნიდანო - აღმშენებლობას 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის, დემოკრატიის ზეიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყველა განცხადებაში ჩანს მხოლოდ შიშის გრძნობა. მისვე თქმით, 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ „არ გავრუსდებით და ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების დღეს!”.

„ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა ე.წ. ლიდერის ყველა განცხადებაში, ყველა ბრიფინგში, ყველა წერილში გამოსჭვივის ერთადერთი გრძნობა და ამას ჰქვია შიშის გრძნობა. მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის, ძალიან ეშინიათ გაბრაზებული ქართველი ხალხის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯერ არასერიოზულად ეკიდებოდნენ 4 ოქტომბრის რევოლუციას, არასერიოზულად ეკიდებოდნენ მის ლიდერებს და ლევან ხაბეიშვილის მიმართ შავი პიარის როგორი ნიაღვარი იყო ყველა ვხედავდით და ახლაც ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ამ აქციის დემონიზება და გაშავება, მაგრამ მიხვდნენ, რომ არ გამოუვიდათ, მიხვდნენ რომ ვერცერთმა მათმა უწყებამ - სუს-ი იყო, მათი პროპაგანდისტული მედიები იყო, მათმა მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო. იციან, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანი და მათ ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში მათ არ დაედგომებათ, ეს ქვეყანა იქნება რუსეთი და ვისაც გინდათ წადით ამ ქვეყნიდანო. საქართველო ქართველების გარეშე - აი ამას ეუბნებიან და ეს არის ერთი დიდი რუსული ოცნება, რისთვისაც გამოაგზავნა პუტინმა ივანიშვილი და გამოატანა ორი მილიარდი. არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატო-ში შეეყვანა, არამედ გავმხდარიყავით რუსეთი და დიახ, 4 ოქტომბერი არის ის ზღვარი, გადამწყვეტი დღე, ისტორიული დღე, როდესაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, „ოცნებას“ - არა, რომ ქართველები არ გავრუსდებით , საქართველო არ იქნება პატარა რუსული სოფელი, საქართველო იქნება ერთიანი, ბედნიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს ექნება ღირსეული სამუშაო და ანაზღაურება, ღირსეული პენსია, საუკეთესო განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ევროპული ქვეყანა და აღმშენებლობას 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის ზეიმი, კეთილდღეობის ზეიმი, დემოკრატიის ზეიმი. 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების დღე, რადგან ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის, არცერთი პოლიტიკური ლიდერის აქცია, ქართველი ხალხი მოდის, ქართველი ხალხი იმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა