მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

ადვოკატი -: გელა ხასაიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას

01.10.2025 ნახვები: 447

გელა ხასაია დაკავების მოტივები არის პოლიტიკური. ხასაია თვეების და წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, იღებდა მუქარებს, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში, მათ შორის დაკავების შემდგომაც გელას უთხრეს, რომ დაპირება შეუსრულეს და ამიტომ აკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, - ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდგომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, გელა ხასაიასთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჩადენილს ჯგუფურად.

„როცა ვამბობთ ბრალის დამძიმებას, არ ვგულისხმობთ, რომ რაიმე ბრალდება წარდგენილი იყო და განსხვავებული წარუდგინეს, რაიმე მიზეზით. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეტყობინება მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებულ მუხლზე და დამძიმებულია იმ მოლოდინთან მიმართებით ბრალდება. დღეის მდგომარეობით წარდგენილი ბრალდება გულისხმობს, რომ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ჩადენილს ჯგუფურად, მაგრამ გელას პოზიცია არის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი - რაც იყო ბრალის წარდგენის მომენტამდე ბრალის წარდგენის შემდეგაც იგივეა მისი დამოკიდებულება, ის არ თვლის, რომ აქ რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზეა საუბარი. გელა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაარსობრივად არაფერზე საუბრობს და არც არაფერია, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. აქ საუბარია იმაზე, რომ მისი დაკავების მოტივები, თავიდან ბოლომდე, არის პოლიტიკური. დაკავებამდეც არაერთგზის, თვეების განმავლობაში სხვადასხვა დროს, მისი პოლიტიკური აქტივობის და მისი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზით იღებდა მუქარებს, მათ შორის იმ შინაარსის მუქარებს, რომ დააკავებდნენ და პოლიციაში მიყვანის შემდეგაც რეალურად ეს მუქარა მან განყოფილებაში მოისმინა, რომ თითქოს, აი, ხომ აგისრულეთ დანაპირები, დაგიჭირეთ სისხლის სამართლის საქმით“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

რაც შეეხება პოლიციელს, რომელიც ხასიაზე სავარაუდო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, ადვოკატის თქმით, როგორც თვითონ გელა ხასაია აცხადებს, ბევრი ადამიანი იყო ჩართული მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლასა და მუქარაში.

„სხვადასხვა დროს ის რუსთაველის გამზირიდან იცნობს არა ერთ კონკრეტულ, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს, ვგულისხმობ, პოლიციელს.

გელა ხასაიასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, მისთვის უცნობი პიროვნება. ხასაია აღნიშნულ პირს არ იცნობს, თუ ვინ არის დაკავებული, შესაბამისად, მისი სახელი და გვარიც ჩვენ საქმის მასალებიდან შევიტყვეთ. რაც შეეხება გელას დამოკიდებულებას, მისი დამოკიდებულება ცხადი და ერთმნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, მუხლის რომელი ნუმერაცია იქნება, რამდენი იქნება სასჯელი, ჯამი ერთია, რომ გელას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის პოლიტიკური დევნა და არ შეიძლება მას სხვა რაიმე განსხვავებული საფუძველი ჰქონდეს“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ადვოკატის განმარტებით, მტკიცებულებების სრულად გაცნობის საშუალება დაცვის მხარეს არ ჰქონია, თუმცა რაც ნახეს, არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიცაა კამერის ჩანაწერი, სხვა რაიმე ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულება, საქმეში ამ ეტაპისთვის არ დევს.

„საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ ამ პირების ჩვენებები. ამ პირების ვინაობას ჩვენ, ბუნებრივია, გამოვიკვლევთ. გამოვიკვლევთ მათ კავშირებსა და ინტერესებს გელა ხასიას მიმართ“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა