ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30.09.2025 ნახვები: 481

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა