უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია

ნახვები: 421 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია

მშვიდობის შენარჩუნება ყოველთვის იყო ევროკავშირის მთავარი ამოცანა და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტები დროთა განმავლობაში განსხვავდებოდა, მიზანი იგივე დარჩა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 3 წელი და 7 თვე გავიდა. უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია. ბოლო 1000 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მხოლოდ 1% დაიპყრო. ეს მიუხედავად იმისა, რომ წელს ბრძოლის ველზე მეოთხედ მილიონზე მეტმა რუსმა დაკარგა სიცოცხლე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა სულ უფრო იზრდება.

„რუსეთი კი სულ უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ ექცევა. საპროცენტო განაკვეთები 17%-ია, ხოლო ინფლაცია 10%-ზე გაცილებით მაღალი. მტკიცედ მჯერა, რომ იმ მომენტში ვართ, როდესაც ჩვენი მხრიდან გადამწყვეტმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა