ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
Zelensky announces new sanctions against Russia
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

სალომე ზურაბიშვილი - ცოტათი არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დამარცხდა - ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით

29.09.2025 ნახვები: 329

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, არამედ ევროკავშირს უნდა შეეძლოს ჩარევა, დახმარება, მხარდაჭერა, პრევენცია და ანალიზი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ძველი მეთოდები აღარ არის საკმარისი.

„ძველი კლასიკური სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ბოლო არჩევნების დროს ვნახეთ, ვერ ახერხებენ იმ საბოტაჟის ამოცნობას, რომ რუსეთს შეუძლია განახორციელოს ეს საბოტაჟი მეზობელ ქვეყნებში, რაც მისთვის ძალიან კარგად ცნობილია და მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს. ფული, რომელიც მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ არა მხოლოდ ფული, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და რატომღაც რუსეთი დღეს ამ საკითხებში უკეთესია, შესაძლოა იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელი, ძველი და არა ძველი, ისინი ყოველთვის „კგბ“ - ს აქტიური თანამშრომლები არიან, ამიტომ მან იცის ეს ფსიქოლოგიური ომი და იყენებს მას. ჩვენთვის, ვინც გარედან ვუყურებთ, რა შეუძლია ევროკავშირს, ამ უზარმაზარ ძალას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობას, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადალახვას ან არ გადალახვას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ვერ მოახერხა ამ გამოწვევის გადალახვა, რადგან მას, როგორც პრეზიდენტს, აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნდა, გამოეყენებინა სამსახურები, ინფორმაცია, შესაძლებელი გაეხადა, რომ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაია სანდუმ კი შეძლო, რომ მოლდოველი ხალხის ხმები დაეცვა.

„მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, უფრო აქტიური ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე და ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას აქვს, მეტი უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაგვიჭიროს პოლიტიკურად და რომ ჩვენ დავინახოთ, ქუჩაში მყოფმა ხალხმა დაინახოს, რომ სანამ ჩვენ ველოდებით მომავალს და გაფართოებას, ევროკავშირი არსებობს და თუ ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს თავის შიდა პრობლემებთან და შიდა გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი ველით, რომ ევროკავშირს უნდა შეეძლოს ამის გაკეთება და გვჯერა ამის და გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა