უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მაია სანდუს პარტია ხმების 50.14%-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 99.78%

ნახვები: 412 მაია სანდუს პარტია ხმების 50.14%-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 99.78%

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.78 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.14 პროცენტით ლიდერობს.

ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.20 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.97 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია - 5.62 პროცენტით.

მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.17%-მა მიიღო მონაწილეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა