უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მოლდოვაში ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, მაია სანდუს პარტია ლიდერობს

ნახვები: 487 მოლდოვაში ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, მაია სანდუს პარტია ლიდერობს

მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 60%-ის დათვლის შედეგად მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) 43% , ხოლო „პატრიოტულმა ბლოკმა“ - 29% მიიღო.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის შედეგად მოლდოვის მმართველმა პარტიამ პრორუსულ ოპოზიციას გაუსწრო, თუმცა, როგორც ჩანს, ის სასურველ უმრავლესობას ვერ მიაღწევს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 9:00 საათისთვის 1.59 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 51,9%-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

მედიის თანახმად, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის “ (PAS) კონკურენტია პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის - „სოციალისტების“ - ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა