გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ

WSJ“ - დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმებზე

27.09.2025 ნახვები: 494

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელებაზე.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, რომელიც ინფორმაციას მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირზე და უკრაინის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ს გენასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უთხრა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, მეტი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და დაეშვა ამ იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ. ტრამპმა უპასუხა, რომ ამ იდეის წინააღმდეგი არ არის.

თუმცა, როგორც გამოცემის ორივე წყარო აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას არ აიღო არანაირი ვალდებულება ამგვარი აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა, რათა შეხვედრა გამართოს პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან.

ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერო-ში გამართულ შეხვედრაზე ტრამპს სთხოვა კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება და, მისი თქმით, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ „ამაზე იმუშავებს“. მოგვიანებით, გამოცემის წყაროებმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს „ტომაგავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 2000 კმ-ზე მეტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა