უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ საქართველოსა და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი, კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში და პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისა და „ვენოკებისთვის“

ნახვები: 512 მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ საქართველოსა და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი, კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში და პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისა და „ვენოკებისთვის“

მე ვარ საქართველოსა და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი, კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში და პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისა და „ვენოკებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, ხოლო კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები. რა თქმა უნდა, ის ამას აკეთებს თავის კურატორების ინსტრუქციით. რატომ მაინცდამაინც ახლა? ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი:

1) ეს კვირა ემთხვევა ჩემს გაეროში გამოსვლის წლისთავს, რომელმაც მაშინ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსებს.

2) კვირის ბოლოს მოლდოვაში იმართება არჩევნები, სადაც რუსეთი ისევეა ჩართული, როგორც აქ 2012-ში. შესაბამისად, მათ სურთ ჩემი მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება.

მე მოლდოვაში ძალიან კარგად ვარ ცნობილი და ასევე, ჩემი ახალი „სასჯელებით“ მოსკოვი სიგნალს უგზავნის ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ მაია სანდუს.

ასევე, ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ მე, რომელიც ვარ საქართველოში და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი და კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში, პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და „ვენოკებისთვის“, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა