უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის გამარჯვება სურს

ნახვები: 562 ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის გამარჯვება სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის გამარჯვება სურს, - ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, „გჯერათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება?“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, მჯერა“.

ჟურნალისტმა გაიხსენა დონალდ ტრამპის ადრე გაკეთებული განცხადება, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მას არანაირი კოზირი არ აქვს და უკრაინის პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი მას წარმატებას არ მოუტანს. ასევე საზოგადოება, ამერიკული საზოგადოება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნებისმიერი ლიდერისთვის გადამწყვეტია და „ამერიკული საზოგადოება არ პატივს სცემს და არ ენდობა პუტინს და ისინი ძირითადად არ თვლიან, რომ მას ამ ომის დასრულება სურს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა