71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ?
საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

ირაკლი კუპრაძე - ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება

26.09.2025 ნახვები: 290

ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება და კოორდინაცია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს.

მისივე თქმით, ხელის ჩამორთმევა და თანამშრომლობა კიდევ ერთი დასტურია, რომ იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე საუბრობს და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

„მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ კეთილსინდისიერად და სრული პასუხისმგებლობით მოქალაქეებისადმი, შესრულებულია. ჩვენ შევძელით მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმება, დასახელება, ბრძოლაში შესვლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ხელის ჩამორთმევა, თანამშრომლობა, მემორანდუმი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის „ძლიერი საქართველო ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ლიდერების მხრიდან, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელიც საუბრობს ხალხის რეალურ საჭიროებებზე, იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბრძოლის ველზე.

მადლობა ორივე პოლიტიკურ ლიდერს, ორ პოლიტიკურ გუნდს იმისთვის რომ ეს მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატობაზე მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები თბილისელების ინტერესები და მათი მხარდაჭერა წარმატებული იყოს, ივანიშვილი დამარცხდეს დედაქალაქში“,- აღნიშნა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებს შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა