ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის
გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ
71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

თაზო დათუნაშვილი - ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია

25.09.2025 ნახვები: 267

ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია - პრემიერ-მინისტრად წოდებული არსება და მისი მოთარეშე პირები კი გაჰკივიან, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც 2023 წლიდან, როგორც ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა არნახულია, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა იზრდება.

„ჩვენი სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების შესახებ მონაცემები განახლდა. აგვისტოს თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 708 764 ადამიანამდე გაიზარდა. ამ შემადგენლობიდან დაახლოებით, 243 000 არის სახელმწიფოს ე.წ. სპეციალური დასაქმების პროგრამის მონაწილე. ეს რიცხვები ნიშნავს, რომ წინა პერიოდთან შედარებით 947 ადამიანით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა თანამოქალაქეების რიცხვი საქართველოში. გადასახადის გადამხდელების თანხებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაიხარჯა 71,5 მილიონი ლარი.

მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური შემწეობის პროგრამა, ამაზე ზემოთ დაშენებული სახელმწიფო დასაქმების ე.წ. პროგრამა, რომელიც 2021 წლიდან, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან ოპერირებს, არის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო საჯარო სამსახურებში 300-ლარიანი ხელფასებით ძირითადად ფიქტიურ, არ არსებულ თანამდებობაზე ადამიანები ინიშნებიან. 2025 წელს ამ სოციალური სისტემის პირობებში ამ დასაქმების პროგრამას ნულოვანი ეფექტი აქვს იმ მიმართულებით, სადაც ეს უნდა ჰქონოდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და სიღარიბის სპირალიდან ამოსულიყვნენ. ამის ნაცვლად ამ დასაქმების პროგრამას რა ეფექტიც აქვს და რაც აქვს ჩვენ მთელ სოციალურ სისტემას, არის საზოგადოების დაშინება და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მარწუხებში მოქცევა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟის და კონტროლის მექანიზმი იყოს ხელისუფლების ხელში. ეს პროგრამა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიღარიბის სპირალიდან ამოვიდნენ ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები, რომ ისინი სოციალურად დაუცველებად და ღარიბებად აღარ ითვლებოდნენ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრად წოდებული არსება და მისი მოთარეშე პირები გაჰკივიან, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს. არნახული ეკონომიკური ზრდა აქვთ თავიანთი ოლიგარქი ბიზნესმენებისთვის, კორუფციაში ჩამხრჩვალი ჩინოვნიკთა მთელი კასკადისთვის, რომლის ნაწილსაც დასაჭერად დასდევენ, მეორე ნაწილი კი ჯიბეების გასქელებას აგრძელებს, ასევე თაღლითებისთვის, რომლებსაც „ქოლცენტრები“ აქვთ. მაგრამ ამ მოქალაქეებისთვის წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, ისინი სიღარიბის სპირალში რჩებიან. ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

ქვეყანაში, სადაც 2023 წლიდან, როგორც ხელისუფლება იძახის, რომ ეკონომიკური ზრდა არნახულია, მატება არის სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვში. ამიტომ, ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე საკუთარი ძალაუფლების მომსახურებით არის დაკავებული“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა