საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა დავიცვათ ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი

25.09.2025 ნახვები: 431

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრილი გამანადგურებლის ჩამოგდების ვარიანტი განხილვის საგანია.

„მე არ წარმოვადგენ ნატო-ს, მაგრამ მაქვს პირადი მოსაზრება და ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავიცვათ ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი. ეს ნიშნავს, რომ თუ საჰაერო სივრცეში შემოჭრა მოხდება, გაფრთხილების შემდეგ, ძალიან მკაფიოდ განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი გამანადგურებლის ჩამოგდების ვარიანტი მაგიდაზეა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული კომენტარი ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის, საჰაერო სივრცეებში რუსული დრონებისა და მოიერიშე თვითმფრინავის შეჭრის შესახებ კომენტირებისას გააკეთა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა