აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter
Zelensky announces law establishing criminal liability for fraudulent call centers
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სანქციების აქტი“ მიიღო — კანონპროექტი ტრამპს გადაეგზავნა

მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული, საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსი – ირაკლი ოქრუაშვილი

ნახვები: 1170 მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული, საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსი – ირაკლი ოქრუაშვილი

"ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე. მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული. 50 კაციანი ჯგუფიდან დავკარგეთ სამი უკრაინელი პატრიოტი. სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ. მსუბუქად დაგვეჭრა ორი წევრი და ერთმა კანტუზია მიიღო. საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსეთელი (რუსიც და არარუსიც). შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ბრძოლა რომელიც 48 საათი გაუჩერებლად მიდიოდა და კიდევ გრძელდება. არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, როდესაც რეგრესს სურს პროგრესის განადგურება და დიქტატორს სურს დემოკრატია მოკლას, სხვა არჩევანი აღარ გრჩება ასეთ ბრძოლაში. რომ არა ერთი უკრაინელი მფრინავი და არტილერისტები, დანაკარგი უფრო მეტი გვექნებოდა. ასამდე მხოლოდ 152 მმ-იანი ჭურვი გვესროლეს 6 საათში, მაგრამ ვისაც არ ესმის ეს რას ნიშნავს ადვილად ვერ მიხვდება.

დღის გმირი მაინც ნოდო სიმონიშვილი იყო, რომელის გამბედაობაზე მეტად სითავხედე და ნიჭი ყველამ ერთხმად აღიარა (14 გასროლით 15 ორკი დაადუმა სამუდამოდ). ყველა ამაყი ვიყავით, როდესაც ჩვენი "სითავხედით" გაკვირვებულები გვყურებდნენ შვედები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა. ბოლოს უკრაინელებმა ძალით გამოგვიყვანეს, დასვენების დრო გაქვთ და ახლა ჩვენი ჯერიაო." - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა