გოჩა მირცხულავა: ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?! უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის
გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ
71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

სუს-მა 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი, კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა, ყოფილ დირექტორ ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნა გამოაცხადა

24.09.2025 ნახვები: 265

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით.

საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში - გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა