უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება

ნახვები: 560 ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის და მშვიდობიანი დამხობისთვის ემზადებიან.

შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი. არავინ გაბედოს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი!

თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აბსოლუტური კატასტროფაა“ ის, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი თავისი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს „4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობასა და ძალადობას“. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ 4 ოქტომბერს იქნება ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც მისი პრესსპიკერის განცხადების გამო.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას „სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირება/ბლოკირების“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადების შესახებ და აღნიშნა: „ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ - წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე, რაც ჩვენ ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა