უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ალეკო ელისაშვილი - 2018 წლიდან დღემდე, 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმაა გამოწერილი არასწორი პარკირებისთვის

ნახვები: 561 ალეკო ელისაშვილი - 2018 წლიდან დღემდე, 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმაა გამოწერილი არასწორი პარკირებისთვის

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერის, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქში პარკინგის სისტემა არ არსებობს და აბსოლუტურად მოშლილია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა არასწორი პარკირებისთვის 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერა.

„ყველა თბილისელს მინდა ერთი შემზარავი ციფრი ვუთხრა - 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა გამოწერა 3,5 მილიონი ერთეული საჯარიმო ქვითარი პარკირებასთან დაკავშირებით. 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერეს არასწორი პარკირებისთვის. წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრია და რაზე მეტყველებს? ორ უმძიმეს ამბავზე. პირველი, პარკინგის სისტემა არ არსებობს თბილისში, აბსოლუტურად მოშლილია. პარკინგის სისტემა რომ გამართული იყოს, ამდენი ჯარიმის გამოწერა საჭირო არ იქნებოდა. თბილისის მერია ნაცვლად იმისა, რომ მონდომებული იყოს ინფრასტრუქტურის შექმნით, მონდომებული იყოს, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეები ააშენოს, როგორც თავის დროზე დაგვპირდნენ, გადასულია ნადირობაზე. თბილისის მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე, ავტომანქანების მფლობელებზე, რომ რაც შეიძლება მეტად დააჯარიმოს, რაც შეიძლება მეტი ფული ამოუღოს ჯიბეებიდან, მეტად გაძარცვოს. ჯამში, ამ საჯარიმო ქვითრების შედეგად არის 130 მილიონი ლარი ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან. წარმოიდგინეთ,ეს რომ მოხმარებოდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის შექმნას, თბილისში საპარკინგე პრობლემა არ იქნებოდა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, საპარკინგე ჯარიმა არის ძალიან გაზრდილი.

„ირაკლი კუპრაძის გუნდი გპირდებით, რომ ირაკლის და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, 25 ლოკაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სივრცეების შექმნადა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება პარკირებასთან დაკავშირებით ჯარიმის ოდენობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა