უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ანტონიო კოშტა - ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად

ნახვები: 467 ანტონიო კოშტა - ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად

ისტორიას ვერ გადავწერთ - ეს ომი რუსეთის მიერ გაუმართლებელი და უკანონო თავდასხმით დაიწყო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანოტნიო კოშტამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპებისთვის იბრძვის - სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისა და საკუთარი ბედის არჩევის უფლებისთვის.

„ამ ომის მხოლოდ ერთი ძირითადი მიზეზი არსებობს - რუსეთის უარი უკრაინის საკუთარი მომავლის არჩევის უფლებაზე. მშვიდობა უკრაინაში მხოლოდ უკრაინის ინტერესი არ არის. ეს მხოლოდ ევროპის ინტერესი არ არის. ეს გლობალური საზოგადოების ინტერესია. თუ ჩვენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მივიღებთ, არცერთი ქვეყანა არასოდეს იქნება უსაფრთხოდ“, - აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა გლობალური საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინის ყველანაირად მხარდასაჭერად. ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც უკრაინა უკვე დათანხმდა, პირველი ნაბიჯია“, - აღნიშნა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ რუსეთს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. შეწყვიტოს მკვლელობები. შეწყვიტოს ნგრევა. შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების მიმართ მუქარა“, - აღნიშნა კოშტამ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და ჩინეთს, რომელიც ასევე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, წვლილი შეიტანოს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში.

„აგრესიის შესაჩერებლად, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით. მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი „მსურველთა კოალიციის“ კონტექსტში, მზადაა, ხელი შეუწყოს კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის.

„უკრაინელი ხალხის მისწრაფებების შესასრულებლად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების გზაზე. მშვიდობის დრო ახლავეა და ახლავეა დროა, რუსეთმა ეს აგრესია შეაჩეროს“, - აღნიშნა კოშტამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა