უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა

ნახვები: 385 ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა

აშშ-ის პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ შესაძლებლობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის ძალისხმევის მხარდაჭერაზე.

„განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა და იმედი მაქვს, რომ ისინი სწრაფ შედეგებს გამოიღებენ. კერძოდ, შევეხეთ PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია] ინიციატივას, რომელიც უკვე კარგად მუშაობს და ამ ჩარჩოში პოტენციურ პროექტებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კარგად ესმის სიტუაცია და კარგად არის ინფორმირებული ომის ყველა ასპექტის შესახებ.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც „შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა