უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

დონალდ ტრამპი - აქ მოვედი, რომ გავუწოდო ამერიკის ლიდერობის და მეგობრობის ხელი ამ ასამბლეის ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სურს, შემოგვიერთდეს უფრო უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში

23.09.2025 ნახვები: 379

დღეს აქ მოვედი, რომ გავუწოდო ამერიკის ლიდერობის და მეგობრობის ხელი ამ ასამბლეის ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სურს, შემოგვიერთდეს უფრო უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარსულის წარუმატებელ მიდგომებზე და ერთად ვიმუშაოთ ისტორიის უდიდეს საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს სესიაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, არ არსებობს უფრო დიდი საფრთხე პლანეტისთვის, ვიდრე ძლიერი და გამანადგურებელი იარაღი. მისივე თქმით, მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ დამფინანსებელ ქვეყანას არ შეუძლია, ჰქონდეს ყველაზე სახიფათო იარაღი.

„არ არსებობს უფრო დიდი საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის, ვიდრე ძლიერი და გამანადგურებელი იარაღი, რომელიც აშშ-საც ბევრი აქვს. როგორც პირველი ვადის დროს გავაკეთე, უპირველეს პრიორიტეტად დავისახე ამ საფრთხეების შეკავება დაწყებული ირანიდან. ჩემი პოზიცია ნათელია. მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ დამფინანსებელ ქვეყანას არ შეუძლია, ჰქონდეს ყველაზე სახიფათო იარაღი. მე წერილი გავუგზავნე უზენაეს ლიდერს და დიდსულოვნად შევთავაზე თანამშრომლობა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ. რეჟიმის პასუხი იყო მუდმივი საფრთხის გაგრძელება მეზობლებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებით დასრულდა 12-დღიანი ომი ისრაელს და ირანს შორის, როდესაც ორივე მხარემ გადაწყვიტა აღარ ებრძოლა.

„დღეს ბევრი ყოფილი ირანელი სამხედრო მეთაური ჩვენთან ერთად აღარ არის, ისინი მკვდრები არიან. სამი თვის წინ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ ფარგლებში შვიდმა ამერიკულმა ბომბდამშენმა 14 ბომბი ჩამოაგდო ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებზე და ყველაფერი გაანადგურა. მსოფლიოში ვერავინ გააკეთებდა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვერავინ აკეთებს ისეთ შეიარაღებას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მსოფლიოში საუკეთესო იარაღი გვაქვს. ჩვენ არ გვსურს მისი გამოყენება, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ხალხს 22 წლის განმავლობაში სურდა. ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებით დასრულდა 12-დღიანი ომი ისრაელს და ირანს შორის, როდესაც ორივე მხარემ გადაწყვიტა აღარ ებრძოლა. მე ასევე აქტიურად ვარ ჩართული ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევაში, მაგრამ სამწუხაროდ „ჰამასი“ უარს აცხადებს გონივრულ შეთავაზებებზე, რომ მშვიდობა დამყარდეს. ჩვენ არ შეგვიძლია 7 ოქტომბრის დავიწყება. ახლა, თითქოს კონფლიქტის გაგრძელების წახალისებისთვის, ზოგიერთი ამ ორგანოს წევრი ცდილობს, ცალმხრივად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო და ეს დიდი ჯილდო იქნება „ჰამასის“ ტერორისტებისთვის, მათი სისასტიკისთვის, როდესაც ისინი უარს აცხადებენ მძევლების გათავისუფლებაზე. ვისაც მშვიდობა სურს, ერთი გზავნილის ირგვლივ უნდა იყოს გაერთიანებული: „გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე“. ჩვენ ღაზაში ომი დაუყოვნებლივ უნდა დავასრულოთ. უნდა დავაბრუნოთ მძევლები“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა