უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

ევროკავშირი ღაზას რეკონსტრუქციისთვის დონორთა ჯგუფს შექმნას გეგმავს

23.09.2025 ნახვები: 390

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეიქმნება დონორთა ჯგუფი, რომელიც ღაზას რეკონსტრუქციის ხარჯებს დააფინანსებს.

„როდესაც ღამე ყველაზე ბნელია, ჩვენ კომპასს სწრაფად უნდა ჩავეჭიდოთ. ჩვენი კომპასი ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაა. ამ ომის დაწყებიდან ევროპა პალესტინის ხელისუფლების სასიცოცხლო რგოლია, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ შევქმნით პალესტინის დონორთა ჯგუფს. ნებისმიერი მომავალი პალესტინის სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და მიღწევა შესაძლებელია პალესტინელი მეზობლების მხარდაჭერითაც. ჩვენ, ევროპელები, სხვა დონორების ძალისხმევასთან კოორდინაციით შევქმნით ღაზას რეკონსტრუქციისთვის სპეციალურ ინსტრუმენტს. ღაზა უნდა აღდგეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ერთადერთი რეალური სამშვიდობო გეგმა ეფუძნება ორი სახელმწიფოს პრინციპს, უსაფრთხო ისრაელით, სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოთი და „ჰამასის“ საფრთხის მოხსნით.

გაერო-სა და მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ღაზას სექტორის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის ჯამში 18.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ზარალი აისახა საცხოვრებელ შენობებზე, კომერციულ საქმიანობაზე, მრეწველობასა და ისეთ აუცილებელ სერვისებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ენერგეტიკა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა