უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე მაქვს მკაფიო გზავნილი ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს

ნახვები: 459 ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე მაქვს მკაფიო გზავნილი ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ქვეყნებისთვის, რომელთაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგეს, აქვს გზავნილი, რომ "ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება".

„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს.

და მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი თქვენთვის: ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანიის დასავლეთით" , - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.

არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, მომავალ კვირაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიჰყვნენ სამი ქვეყნის მაგალითს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა