საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება

ჟიგიმანტას პავილიონისი - სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“

19.09.2025 ნახვები: 503

სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

თავისი განცხადებით პავილიონისი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის სასამართლოში დაბარებას ეხმაურება.

„სირცხვილი პუტინის მარიონეტს - „რუსულ ოცნებას“! ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! დიდება ნინო ევგენიძის მსგავს ქართველ გმირებს, რომელიც ყოველ დღე იცავს მთელი ქართველი ერის ევროატლანტიკურ მოწოდებას!“ - წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე იკითხება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა