შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region

პეტრე ცისკარიშვილი - „ოცნება“ საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას ვერ მიაღწევს

19.09.2025 ნახვები: 300

„ოცნება“ საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას ვერ მიაღწევს – საქართველო წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი იქნება მთელ რეგიონში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ „ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მხოლოდ ამერიკული საკითხებით დაკავდება“.

„ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს იმედი აქვს, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მხოლოდ ამერიკული საკითხებით დაკავდება, მსოფლიო მოვლენებისგან იზოლირებული იქნება და გაეხსნებათ თავისუფალი ხელი, რომ იმეგობრონ და იპარტნიორონ იმ თავის საყვარელ სახელმწიფოებთან, როგორიც არის ირანი, რუსეთი, ბელორუსი, ჩინეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, ამერიკას კიდევ უფრო მეტი ამბიცია აქვს, რომ დიდ როლს თამაშობდეს რეგიონულ პოლიტიკაში. განსაკუთრებით, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და შვი ზღვის რეგიონშიც. საქართველო აშშ-ისთვის აღარ იქნება ავადსახსენებელი ქართული სცენარი, რაზეც აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მეგობრები და პარტნიორები საუბრობენ. რაც პუტინმა საომარი მოქმედებებით ვერ შეძლო, მიაღწია საარჩევნო ბიულეტენებით და ქართველი ხალხის ხელით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პუტინის ფრაზის პერიფრაზირება. საქართველო იქნება წარმატების, პროგრესის, განვითარების და ევროპულ საერთო ოჯახში გაწევრიანების მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის მთელს რეგიონში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა