უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 493 ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორ ირაკლი ყვავაძის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს. ასევე, პროკურორი ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზეც საუბრობდა.

ყვავაძის თქმით, ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც ასევე ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი, გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორის თქმით, საქმეზე ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გაფორმებული იყო, მეორე კი - არა. შესაბამისად, დასადგენია, თუ სად და რა ვითარებაში შეიძინა ზვიადაურმა იარაღი.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატი დათუნა მოდებაძე აღნიშნავდა, ზვიადაური გირაოს ქვეშ 3,5 წელია იმყოფება, პროკურორის პოზიცია კი, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა ზვიადაური მიიმალოს, უსაფუძვლოა, რადგან როგორც ადვოკატმა განმარტა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ზვიადაურს უფრო მკაცრი სასჯელი ელოდება, მის ფარგლებში არ მიმალულა, შესაბამისად, ამ საქმეზე მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

ამასთან, როგორც მოდებაძე აღნიშნავდა, საქმეზე გამოძიება დასრულებულია, დაკითხული არიან მოწმეები - პოლიციელები და ის ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

მოდებაძის თქმით, ზვიადაური მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს.

"იმ საქმეში მისი ძმა დაიღუპა! 6 ტყვიით ძირს დააგდეს, ეს რომ ნახა, ამის შემდეგ გაისროლა მან ტყვია. ამაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ბრალდების მხარე ამას იყენებს, იძულებული ვარ, მეც ვისაუბრო. მისი წარსული ვერანაირად ვერ იქნება იმ საქმით შებღალული, მას 3 წლის შვილი ელოდება სახლში. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია და ყოფილი დეპუტატი. ახალ დანაშაულს ჩაიდენსო, რომელი ჩაუდენია",- განაცხადა მოდებაძემ.

მან სასამართლოში 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებული ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი - ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა