ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

თაზო დათუნაშვილი: ირაკლი კუპრაძეს ექნება პირისპირ შეხვედრა ბრიუსელის მერთან და საუბარი შეეხება ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას

18.09.2025 ნახვები: 414

დღეს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტით გაემგზავრნენ.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებს ბრუსელში ხვდება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, რომელიც ევროპის დედაქალაქში ვიზიტის დასაგეგმად იმყოფება.
ევროპის დედაქალაქში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის და ქალაქ ბრიუსელის მერის ფილიპ კლოზის შეხვედრა.
ვიზიტის მიზანია თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალების განხილვა, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობილივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.
თაზო დათუნაშვილი: „ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად. გვაქვს შეხვედრები ევროსტრუქტურებში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს მაღალი დონის შეხვედრა ბრიუსელის ცენტრალური ნაწილის მერთან. ეს იქნება პირისპირ შეხვედრა და საუბარი შეეხება ჩვენს ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას და რა თქმა უნდა იმ ვითარებას, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მოგეხსენებათ, ბრიუსელის მერი არის ევროპული პოლიტიკური წრეების საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გავლენიანი პოლიტიკოსი ბელგიაში, ამდენად ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქთან ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა