უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ბრიტანელი პარლამენტარი - ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს ხალხს

ნახვები: 544 ბრიტანელი პარლამენტარი - ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს ხალხს

ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს , - ამის შესახებ ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმს მაკკლირმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს.

“ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის, არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დიდი ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს და ამცირებს, როგორც აქ [ბრიტანეთში}, ასევე, საზღვარგარეთ…

მაგალითად, საქართველოში, ძალიან მაღალი ფსონებია. გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა, რამაც ერი აღაშფოთა და სადაც გამოკითხვები ევროპასთან ინტეგრაციისადმი ყოველთვის აბსოლუტურ მხარდაჭერას აჩვენეს.

მას შემდეგ დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს, თითქმის, ყოველდღიურად ავსებენ, უძლებენ ხელკეტებსა და წყლის ჭავლს, რათა თქვან, რომ “მომავალი ჩვენია”.

ზაფხულის განმავლობაში “ქართული ოცნების” მთავრობამ დაიწყო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება. სულ რამდენიმე კვირის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის წამყვანი ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს. და გუშინ კიდევ ერთი წამყვანი ოპოზიციონერი, ელენე ხოშტარია დააპატიმრეს. შემზარავი დანაშაული, რომელსაც აბრალებენ? - თბილისის მერის საარჩევნო პოსტერების დაზიანება.

თუ როგორ ვუპასუხებთ დემოკრატიისადმი ამ გამოწვევებს, ისევე, განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი უფლებების შეზღუდვას ხედავენ…

დემოკრატია უბრალოდ საარჩევნო ყუთი არ არის. ის მოქალაქეა თბილისში, რომელიც შიშის გარეშე გამოხატავს პროტესტს. ჟურნალისტია ბელგრადში, რომელიც კორუფციას ააშკარავებს, შუაღამეს კარზე კაკუნის გარეშე. სტუდენტია ჰონგ-კონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს. უკრაინის მოქალაქეა, რომელიც მომავალს აძლევს ხმას რუსული ცეცხლის ქვეშ…

ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს, და ყოველ საზოგადოებას, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის”, - განაცხადა მაკკლირიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა