ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ირაკლი კუპრაძე - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი

15.09.2025 ნახვები: 450

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „ლელო-ძლიერი საქართველო“ თბილისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

საარჩევნო პროგრამა „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წარადგინეს.

კოალიციის ლიდერებმა პრეზენტაციისას თბილისის განვითარების ცხრა მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს: „ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა“; “თბილისი - მწვანე ქალაქი“; „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება; უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა; თბილისი ავარიული სახლების გარეშე; მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა; ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები; ახალი სოციალური პოლიტიკა; თბილისი - სუფთა ქალაქი.

თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალური და საჭიროებებზე მორგებულია და გამარჯვების შემთხვევაში თბილისი აუცილებლად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი.

„თბილისი, როგორც კავკასიის მთავარი ქალაქი, დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. აღარ არსებობს იმ უპერსპექტივობის გამო, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა. აღარ არსებობს ის იმედი, რომელიც თითქოს და დაგვაჯერა, რომ არაფერი არ გამოგივათ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თბილისი თქვენთან ერთად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა