საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად

15.09.2025 ნახვები: 410

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმი ავითარებს კლასიკურ, რუსულ სცენარს“და ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ქართული ოცნება“ „ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს“.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულს ემსახურება „რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების“ შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში“ .

„რეჟიმი ანვითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.

ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.

ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მმართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.

აგონია !!!

აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.

უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა