ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს

15.09.2025 ნახვები: 478

ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩსა და სხვა დიპლომატებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ.

„დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს. სამწუხაროდ, ის რასაც საქართველოს მხრიდან ვხედავთ, არის დეზინფორმაციის გავრცელების მასიური მცდელობა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის დამახინჯება იმისა, რაც რეალურად ხდება ადგილზე - უდანაშაულო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესია და ძალადობა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება.

„ეს ყველაფერი იწყება პოლიტიკურ დონეზე ჩვენი კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის მკვეთრი შემცირებით და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ამასთან, მას დაუსვეს შეკითხვა თბილისში გამართულ აქციასთან - „დაიცავი უვიზო“ - დაკავშირებით და ასევე ჰკითხეს, როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიმართ, რომლებიც უკვე ადანაშაულებენ ბრიუსელს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერდება.

„ამასთან დაკავშირებით ორი საკითხია. პირველი : ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მეორე : ჩვენ არ ვმონაწილეობთ დადანაშაულების თამაშებში. გვსურს, ვიხილოთ რეალური ნაბიჯები და წახალისება დიალოგისკენ, პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და შემდეგ განვიხილავთ, თუ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გაუმჯობესების ან არგაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა