ირაკლი კუპრაძე - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი
სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად
საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო
ლევან ხაბეიშვილი - ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ “ლიდერებზე” იდარდებთ
გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია
სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე

თათია ნიკოლაშვილი - ლევან ხაბეიშვილის ერთადერთი სათქმელი ხალხისთვის არის, რომ თავგანწირვა, რომელიც გვაჩვენა, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - გამარჯვება ერთად უნდა ვიზეიმოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე

14.09.2025 ნახვები: 252

მე, ლევან ხაბეიშვილის მოადგილე და პარტიის წევრები ვიმეორებთ: ყველა გდდ-ს თანამშრომელს, რომელიც კანონს არ დაარღვევს, ერგება 200 000 დოლარი. დიახ, 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის სათქმელი ხალხისთვის არის, რომ მისი „თავგანწირვა ბოლომდე მივიყვანოთ“ და 4 ოქტომბერს „გამარჯვება ვიზეიმოთ”.

„გუშინ ჟანდარმერიის თანამშრომლებმა დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. კარგად უნდა გვესმოდეს, გარდა იმისა, რომ მთლიანად საქმე არის შეთითხნილი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და კონკრეტული მოწმე, გარდა იმ სამი შეურაცხყოფილი გდდ-ს თანამშრომლისა, რომლებმაც იტირეს ხელი კინაღამ წაგვიცდა იმ 200 000 დოლარზე, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა შემოგვთავაზა და გვიშველეთ რამეო.

გარდა ამისა, სუს-ის ოჯახმა გაასამართლა და დააპატიმრა ლევან ხაბეიშვილი. მოსამართლეს, რომელმაც გუშინ მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა ლევან ხაბეიშვილს, ჰყავს მეუღლე, რომელიც არის სუს-ის თანამშრომელი და გასაჯაროვდა ამის კონკრეტული ფაქტები. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 200 000 დოლარი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა შესთავაზა გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებიც არ აღმართავენ ხელს მშვიდობიან მოქალაქეებზე, თვალში არ დაუმიზნებენ ტყვიას, არ გაუერთიანებენ თავ-ყბას და თავის ქალას არ ახდიან როგორც მას პირადად გაუსწორდნენ რამდენიმე თვის წინ, ეს ადამიანები, რომლებიც კანონს არ დაარღვევენ, მიიღებენ ჯილდოს 200 000 დოლარს. ჩვენ, ამ პარტიის წარმომადგენლები ვიმეორებთ იდენტურად იმავე რამეს და ვიმეორებ მე პირადად, ლევან ხაბეიშვილის მოადგილე ახლა ამას, რომ დიახ, 200 000 დოლარს მიიღებს გდდ-ს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არ დაარღვევს კანონს. ასევე, ლევან ხაბეიშვილი არის ის, რის წინააღმდეგაც 13 წელია იბრძვის და ეს არის რუსული პროპაგანდა, როდესაც ადამიანს აბრალებ იმას, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის. ასევე, ლევან ხაბეიშვილს ეუბნებიან, რომ თურმე ის აპირებდა მშვიდობიანად დაემხო რეჟიმი და ვიმეორებ მეც, ჩემი თანაგუნდელებიც და ასევე ბევრი ადამიანიც, რომ დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსული რეჟიმი დავამხოთ მშვიდობიანად. დიახ, ვაპირებთ ჩვენ, რომ მოვაწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია და ლევან ხაბეიშვილი ამბობდა ამას, რომ მშვიდობიანად გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ლევან ხაბეიშვილის ერთადერთი სათქმელი ახლა ხალხისთვის არის ერთი რამე, რომ ის თავგანწირვა, რომელიც მან გვაჩვენა, ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ქართული დროშებით, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებით რუსთაველზე უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს, მაღლა უნდა ავწიოთ ეს დროშები და ეს გამარჯვება ერთად უნდა ვიზეიმოთ 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა