„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ნატო ოპერაცია Eastern Sentry-ს [აღმოსავლეთის მცველი] აანონსებს

13.09.2025 ნახვები: 345

ნატო ოპერაცია Eastern Sentry-ს აანონსებს, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსუს გრინკევიჩმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.

„დღეს მე და გენერალი გრინკევიჩი აქ იმისთვის ვართ, რომ ნატოს მიერ Eastern Sentry-ის [აღმოსავლეთის მცველი] დაწყება დავაანონსოთ - რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე…

Eastern Sentry დამატებით მოქნილობასა და ძალას მისცემს ჩვენს პოზიციას და ნათელს გახდის, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაცვისთვის…

უგუნური საქციელი, რომელიც რუსეთისგან დავინახეთ, ძალიან სახიფათოა. ჩვენ მიერ ოთხშაბათის ინციდენტების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება და მიუხედავად იმისა, რუსეთის ქმედებები განზრახ იყო თუ არა, რუსეთმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

შესაბამისად, ჩვენ - როგორც ნატომ - ნათელი უნდა გავხადოთ ჩვენი სიმტკიცე და შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია და Eastern Sentry ამისთვის არის შექმნილი”, - განაცხადა რუტემ.

თავის მხრივ, გენერალმა გრინკევიჩმა Eastern Sentry-ს დეტალებზე ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ყურადღებას პოლონეთს ვუთმობთ, ეს ვითარება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება. ის, რაც ერთ მოკავშირეებს ეხება, ყველა ჩვენგანს ეხება. ეს პრობლემაა, რომელიც მთლიან ალიანსს ეხება და შესაბამისად მოვეპყრობით.

Eastern Sentry მოქნილი და მარჯვე იქნება და კიდევ უფრო ფოკუსირებულ შეკავებასა და დაცვას მოგვიტანს როდესაც და სადაც იქნება საჭირო. ის დამატებით გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს მოიცავს, საჰაერო და მიწაზე თავდაცვის ინტეგრაციას მოახდენს, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლას გაზრდის”, - განაცხადა გრინკევიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა