პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გარდაიცვალა მსახიობი გუჯა ბურდული

ნახვები: 517 გარდაიცვალა მსახიობი გუჯა ბურდული

გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ელგუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის პირველ აპრილს. ფილმებში გადაღება 1974 წლიდან დაიწყო, 1984 წლიდან კი გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი. ელგუჯა ბურდული ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე". ამასთან, იგი მონაწილეობდა ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა", „მოცურავე", „ადამიანთა სევდა",„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" და სხვა მრავალ ფილმში.

ამასთან, 2021 წელს ელგუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა