ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა ვუპასუხოთ

ნახვები: 532 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა ვუპასუხოთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, „ომის წამქეზებელი“ თეთრი სახლი „სრულად იქნება პასუხისმგებელი“ მისი ქმედებების შედეგებზე.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატების სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღმაშფოთებელი, მძიმე და უპრეცედენტო დარღვევა. ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე“, - განაცხადა აბას არაღჩიმ კვირას სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანი აგრძელებს თავის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო აგრესიისგან, არამედ „ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც“.

არაღჩის თქმით, არ იცის, რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა.

„მათ ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საფუძველზე“, - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, დაუკავშირდა რეგიონის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრს და „თითქმის ყველა მათგანი ძალიან შეშფოთებულია და დაინტერესებულია ისრაელის აგრესიის შეჩერებაში როლის შესრულებით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა