ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

დიმიტრი მედვედევი - ტრამპმა აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო -კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო

22.06.2025 ნახვები: 477

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა და ქვეყანა ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს.

„რა მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებები ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ირანის პოლიტიკური რეჟიმი არსებობას აგრძელებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძლიერი გახდა, ხალხი სულიერი ლიდერის გარშემო ერთიანდება, მათ შორის ისინიც, ვინც მას არ თანაუგრძნობდა.

„ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებების წინააღმდეგია. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“- წერს მედვედევი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა