ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ - გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის

ნახვები: 499 ბენიამინ ნეთანიაჰუ - გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპის გაბედული გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებთან დაკავშირებით ისტორიას შეცვლის.

„გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, კი დარტყმებმა აშშ-ისრაელის ალიანსი გაამყარა.

„შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ალიანსი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - ორივე ერისა და მთელი თავისუფალი სამყაროს მშვიდობისა და უსაფრთხოების გულისთვის“, - აცხადებს ისრაელ კაცი.

მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება დარტყმის შესახებ ისტორიულია და რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ნებართვის მიცემა „საფრთხის ქვეშ დააყენებს ისრაელს, რეგიონის ქვეყნებს და თავად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა