ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს

დონალდ ტრამპი - ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს

ნახვები: 428 დონალდ ტრამპი - ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.

„ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება“, - თქვა ტრამპმა საღამოს ეთერის დროს.

მისი თქმით, „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“.

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ს შეუძლია „სხვა სამიზნეების ზუსტი, სისწრაფითა და ოსტატურად შეტევა“, რაც, მისი თქმით, „რამდენიმე წუთში“ შეიძლება განხორციელდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამი ირანული ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი „ბირთვული საფრთხის“ შეჩერება იყო.

„ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით.

„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ ხელებს, აფეთქებდნენ მათ ფეხებს. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით“, - დასძინა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა