ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

დონალდ ტრამპი - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ

21.06.2025 ნახვები: 412

რაც არ უნდა გავაკეთო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შუამავლობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის წარმომადგენლები ორშაბათს, ვაშინგტონში შეთანხმებას გააფორმებენ.

„ეს შესანიშნავი დღეა აფრიკისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მთელი მსოფლიოსთვის! ამისთვის ნობელის პრემიას ვერ მივიღებ, ასევე, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, ნობელის პრემიას რუსეთ-უკრაინისა და ირან-ისრაელის კონფლიქტების მოგვარების შემთხვევაშიც ვერ მიიღებს.

„რა არ უნდა გავაკეთო, მათ შორის რუსეთის-უკრაინის, ისრაელის-ირანის შემთხვევაშიც კი, რა შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს ამას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ, მაგრამ ხალხმა ეს იცის და ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს არის!“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე, პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ „ბოლოდროინდელ კრიზისში გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და მნიშვნელოვანი ლიდერობის გამოვლენის აღიარების ნიშნად“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს.

„პაკისტანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ინდოეთ-პაკისტანის ბოლოდროინდელი კრიზისის დროს მისი გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და მნიშვნელოვანი ლიდერობის გამოვლენის აღიარების ნიშნად, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიაზე ოფიციალურად წარადგინოს“, - ნათქვამია პაკისტანის მთავრობის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა