ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ნატალი ლუაზო - ბიძინა ივანიშვილს, პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი?

21.06.2025 ნახვები: 477

პრო-რუსული მაფიის მეთაურ ივანიშვილს ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ პარტნიორობს ავიახაზთან, რომელიც ოპონენტის მოტაცებაშია თანამონაწილე? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა.

„საქართველოში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ეს ტყვიისებრი საფარია, რომელიც ხელახლა სტალინიზაციის პროცესში მყოფ ქვეყანას მოეფინა. ვინაიდან სხვაგან ვიყურებით. ვინაიდან ჩვენი მზერა ისრაელსა და ირანზეა მიპყრობილი - ამის გაგება შეგვიძლია - პუტინი თავის პაიკებს სადაც კი შეუძლია ყველგან წინ წევს, და ამას აკეთებს საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, პოლიტპატიმრები ჰყავთ, ან საზღვარგარეთ უშვებენ და ძალით საქართველოში აბრუნებენ. მედიას აჩუმებენ. ვითარება სულ უფრო ჰგავს ბელარუსს, სრულიად პრო-ევროპული მოსახლეობით, რომელსაც პრო-რუსული მაფია მართავს.

ევროკავშირს აქამდე საკმარისი არ გაუკეთებია და ეს სულ უფრო რთული ხდება. ევროკავშირი პასიური იყო საქართველოში ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მე, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა, დავინახე, რომ მასობრივად გაყალბებული იყო. დღეს რაც უნდა ვქნათ - უნდა შევზღუდოთ ვიზები და სანქციები დავუწესოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ უსაზღვრო რეპრესიებზე. ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ. ბიძინა ივანიშვილს, ამ პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ არის პარტნიორობაში ავიახაზთან, რომელიც თანამონაწილეა ოპონენტის მოტაცებაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არიდებს თავს და რომელმაც მოსკოვში ფრენების რაოდენობა გაზარდა? მოდით შევწყვიტოთ იმის თქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სიმართლე არ არის”, - განაცხადა ლუაზომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა