ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

დონალდ ტრამპი - მოთმინება უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ

19.06.2025 ნახვები: 421

„წარმატებები“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს ირანის უზენაესი ლიდერის მიმართვაზე, სადაც ხამენეი ამბობს, რომ მისი ქვეყანა „არასდროს დანებდება“ ისრაელთან კონფლიქტში.

„წარმატებები“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა.

ტრამპს ასევე ჰკითხეს, რეგიონული დაძაბულობის ფონზე ისრაელის ლიდერისთვის გზავნილის შესახებ, რაზეც ტრამპა განაცხადა: „მე ვუთხარი: განაგრძეთ“.

„მე მას [ნეთანიაჰუს] ყოველდღე ვესაუბრები“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ის კარგი ადამიანია, ბევრს აკეთებს“.

 

„მაქვს იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მომწონს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე, სანამ დრო მოვა, რადგან ყველაფერი იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომის დროს, ყველაფერი იცვლება ომის დროს, ეს შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ისაუბრა თავის პოზიციაზე, აშშ-ის სამხედრო აქტივების პოტენციური გამოყენების იდეაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მისი თქმით, იდეა "პირველივე ღამეს დაიწყო“, რაშიც CNN-ის ცნობით, გულისხმობდა ისრაელის მიერ ირანში ბირთვული ობიექტებისა და ჩინოვნიკების დაბომბვას, რაც გასულ კვირას დაიწყო.

„პირველი ღამე დამანგრეველი იყო....

ცოტა ხანში შეხვედრა მაქვს საომარ ოთახში, სიტუაციურ ოთახში, როგორც ზოგიერთი უწოდებს. ასე რომ, ჩვენ შევხვდებით, ვნახოთ. ჩვენ ამ ყველაფრის შუაგულში ვართ“, - განაცხადა მან.

როდესაც ჰკითხეს, თუ რა მოხდება ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა: „მე მაქვს გეგმა ყველაფრისთვის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. გზა მაქვს გასავლელი“ და გაიმეორა, რომ ირანს „უნდა“ დაედო ბირთვული შეთანხმება.

ტრამპმა კვლავ მიანიშნა, რომ ირანს სურს შეხვედრა და „თეთრ სახლში მისვლა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით დასძინა, რომ „კარი არ დაუხურავს მათთან შეხვედრისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა